თბილისში Beko-ს მაღაზია გაქურდეს: მძარცველები შესაძლოა არასრულწლოვნები იყვნენ

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფილიალი უკვე მეექვსედ გაქურდეს.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისის გლდანის რაიონში შეშელიძის ქუჩაზე მდებარე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Beko-ს ფილიალი, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კომპანიის წარმომადგენლებმა.
ფილიალის თანამშრომლების თქმით, ქურდობა დილის 7 საათზე მოხდა, როცა მაღაზიაში არავინ იყო. მოპარულია 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების მობილური ტელეფონები.
მათივე თქმით, იმას, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები იყვნენ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოწმობს.
კომპანიაში ასევე აღნიშნეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფილიალი უკვე მეექვსედ გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.