როგორ აღნიშნეს თბილისში ქართული ენის დღე - ვიდეო

ქართული ენის დღე დედაენის პარკში აღინიშნა. ტრადიციულად გაიმართა გასართობი ღონისძიებები.
Sputnik
ქართული ენის დღეს დედაენის პარკში გაიმართა საბავშვო ღონისძიებები, სტუმრებს უჩვენეს თემატური აუდიო-ვიზუალური ინსტალაციები.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრულის მოვლენებს უკავშირდება. 44 წლის წინ ამ დღეს თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რამაც უზრუნველყო საბჭოთა საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად შენარჩუნება.