მსოფლიო დღეს

ნულანდი: აშშ, სავარაუდოდ, ცნობს რუსეთის მიერ უკრაინელთა გენოციდს

Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. შეერთებული შტატები, დიდი ალბათობით, საბოლოოდ აღიარებს რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციას“ უკრაინაში გენოციდად, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა.
შეერთებულ შტატებს საუკუნეზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონზე მეტი სომეხის მკვლელობა გენოციდად ეღიარებინა.

„მე შემიძლია გავაკეთო პროგნოზი, რომ ჩვენ, დიდი ალბათობით, საბოლოოდ აღმოვაჩენთ იმას, რაზეც საუბრობდა პრეზიდენტი ბაიდენი, რადგან ის, რაც ხდება, შემთხვევითობა არ არის", — თქვა ნულანდმა CNN-ის ეთერში.

ამერიკელ მაღალი რანგის დიპლომატს ასევე ჰკითხეს, მისი აზრით, რატომ არ ახდენს აშშ-ის სანქციები რუსეთის ხელმძღვანელობაზე შემაკავებელ გავლენას. ამის საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „არ ზრუნავს თავის ხალხსა და ქვეყანაზე“.
მსოფლიო დღეს
ტერმინს იურისტები შეაფასებენ: ბაიდენს უკრაინაში მომხდარი გენოციდად მიაჩნია
მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკას „გენოციდი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ამისთვის იურიდიული თვალსაზრისით ასეთი კვალიფიკაციის მინიჭება, იურისტებმა უნდა მიიღონ.
ბაიდენის გამონთქვამის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი „მიუღებლად მიიჩნევს სიტუაციის დამახინჯების მსგავს მცდელობებს“.