ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი ორსულადაა. ამის შესახებ 40 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მომღერალი ამბობს, მან წონაში მოიმატა, ორსულობის ტესტის გაკეთების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ბავშვს ელოდება.
ბრიტნი სპირსს ყოფილი ქმართან კევინ ფედერლაინთან ორი შვილი ჰყავს - 15 წლის ჯეიდენი და 16 წლის შონ პრესტონი. მესამე შვილს პოპ-მომღერალი სემ ასგარისგან ელოდება. ასგარი და სპირსი 2022 წელს დაქორწინდნენ.
სემ ასგარი თეირანშია დაბადებული და უკვე 15 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ის მოდელი და ფიტნეს ინსტრუქტორია. სემმა მონაწილეობა მიიღო ბრიტნის კლიპში Slumber Party. წყვილმა ურთიერთობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.