უტყუარი ნიშნები იმისა, რომ ნამდვილად ჭკვიანი ქალი ხარ

Sputnik
ჭკვიან ქალად ყოფნა ყველასთვის როდია ადვილი მისაღწევი... ამას არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში ლექციებზე არ ასწავლიან. ერთადერთი, მხოლოდ ცხოვრებას შეუძლია ჩაგიტაროს გაკვეთილი და საქმიანი რჩევებიც მოგცეს.
და მაინც, როგორია ჭკვიანი ქალი:
— იმ მოძველებული მოსაზრების გასაბათილებლად, რომლის თანახმადაც სრულყოფილ პიროვნებად და ბედნიერად შეგრძნებისთვის საჭიროა გვერდით მამაკაცი გყავდეს, თავადაც შეგიძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა და სულსა და სხეულთან ჰარმონიაში ყოფნა.
— ნებისმიერი ტყუილი შენს რესურს შთანთქავს, რომლის შევსება მოგვიანებით მაინც მოგიწევს. თუ მამაკაცმა არ დაგირეკა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ მოეწონე, ამიტომ მოდი, წერტილი დასვი. იმის წარმოდგენა და ფანტაზია, რომ იგი შორს გაემგზავრა თავისი მოულონელად გარდაცვლილი ნათესავის დაკრძალვაზე, ან უცებ დაკარგა შენი ტელეფონის ნომერი, ან ისეთი მორცხვია, რომ ერიდება დარეკვა — შევთანხმდეთ, რომ ამგვარი რამ შენი ფანტაზია სულაც არ არის და ასეთი რამ შენ არ გახასიათებს!
— შენ არ იტყუებ თავს და არ განიცდი ამ ტყუილების შედეგების გამო. არ გახასიათებს ერთ მამაკაცზე ჩაეციკლო. მართალია, შენ ისინი, ანუ კაცები გიყვარს, მაგრამ მაგრამ მათ მიღმაც ხომ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ასევე გიყვარს: შენი საქმე, ოჯახი, გატაცება. შესაძლებელია, უკვე იპოვე ის მამაკაცი, რომელთანაც დარჩენილი დღეების გატარებას გეგმავ, მაგრამ არ თვლი, რომ მარტო ამის გამო უკვე შედგა შენი ცხოვრება და შენი, როგორც ქალის რეალიზებაც მოხდა. დარწმუნებული ხარ, რომ მასთან შეხვედრამდეც იყავი შემდგარი ქალი და ასეთად დარჩები მასთან განშორების მერეც. რაც მთავარია, არასოდეს გახდები ისეთი სულთამხუთავი ქალი, რომელიც თავსი მამაკაცს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და მუდმივად კისერზე ეკიდება. შენ საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ქალი ხარ….
— თუკი ბედნიერი ხარ, გიხარია. თუკი ცუდად ხარ — დარდობ და განიცდი, არ მალავ საკუთარ ემოციებს და არ ახშობ მათ, რადგან გესმის, რომ ისინი შენს შინაგან არსს გამოხატავს. მარად ტანჯული ქალი შენგან არ გამოვა, რადგან საკუთარ წყენას თავს არ აკლავ. მოკლედ, არ აწყობ ერთი მსახიობის თეატრს იმის გამო, თუ რამდენი იტანჯე და რა ტრაგედია გადაიტანე ცხოვრებაში! გადაიტანე და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე მოხდა და დამთავრდა, მუდმივად ამით ხომ ვერ გაიწვალებ საკუთარ თავს?!
— შენ პრინციპული ხარ — ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინვე ამჩნევ როდის გეუბნებიან ტყუილს. შენი შინაგანი ხედვაც მხოლოდ შენივე თავისკენ არ არის მიმართული. შენ მათაც ხედავ, ვინც რეალურად ბედნიერია და ვინ გრძნობს თავს ცუდად… რაც მთავარია, ვიღაცის ბედნიერებას ხმამაღლა და გულწრფელად აღნიშნავ, იმის გამო, რომ მას ასიამოვნო.
— შენ იცი რა გიხდება და რა არა. არ ფლანგავ დროს სარისკო ექეპერიმენტებზე, რომლებზეც შესაძლოა, მოგვიანებით ინანო. შენ არ მისდევ მოდას, მაგრამ თვალს ადევნებ მას და მხოლოდ ისეთ სამოსს ირჩევ, რაც შენს სტილს იდეალურად მოერგება.
— შენ თავად ამკვიდრებ წესებსა და ჩარჩოებს. შენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გარკვეული საზღვრებია, რისი გადაბიჯების სურვილიც არ გაქვს, ან არ გსურს სხვამ გადააბიჯოს იგი. შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს შენი მოსყიდვა, შანტაჟიც კი, ან ადგილი ჰქონდეს შენი მოტყუების მცდელობას, მაგრამ ეს ამაო გარჯა იქნება, იმიტომ, რომ შენ თავად წყვეტ როდის, რატომ და ვისი გულისთვისაა საჭირო ამ ჩარჩოების გარღვევა..
— შენ საკმაოდ კარგად იცნობ საკუთარ თავს შენი სხეული მოულოდნელ და უსიამოვნო სიურპრიზებს არ გთავაზობს, იმიტომ, რომ შენ მასზე ზრუნავ და მის მიმართ ყურადღებას იჩენ. თუმცა ცოცხალი ადამიანი ხარ და შესაძლოა, ავად გახდე ან ცუდად იგრძნო თავი, მაინც არასოდეს იქნები მწარე „პახმელიაზე“ იმ დღეს, როცა კარგად უნდა გამოიყურებოდე. იმიტომ, რომ ზუსტად მაშინ შეჩერდი, როცა საჭირო იყო. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რკინის ნებისმყოფა და მუდმიდი თვითკონტროლი გახასიათებს, უბრალოდ კარგად შეიგრძნობ საკუთარ თავს და შეგნებული გაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს.
და კიდევ: არ დაუჯეროთ მამაკაცებს, რომ ჭკვიანი ქალი მოსაწყენია, უბრალოდ მათგან საკუთარ თავში დაურწმუნებელ გარკვეულ კატეგორიას, შესაძლოა, ეშინოდეს, მათ ფონზე ნაკლებად საინტერესოდ გამოჩდებიან, ამიტომ იყავით ჭკვიანი და რაც მთავარია, ბედნიერები!… ცხოვრება ხომ ჩვენი ამ სამყაროში ერთხელ ყოფნის შანსია!….