საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია ყინვები

გარემოს ეროვნული საგენტო ფერმერებს აფრთხილებს, რომ ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოში 14–16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 0, -1 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში – -2, -7 გრადუსამდე ყინვა.
გარემოს ეროვნული საგენტო ფერმერებს აფრთხილებს, რომ ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ, შესაძლოა, ხეხილოვანი კულტურების ყვავილები დააზიანოს.