თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, VIII მიკრორაიონების, ქერჩის, ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის, ვასაძის, თიანეთის, ვეკუას, ხევძმარის, ხიზამბარელის, შეშელიძის და ზირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის, ვასაძის, თიანეთის, ვეკუას, ხევძმარის, ხიზამბარელის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკეტრელი-ციციშვილის, ბახტრიონის, კანდელაკის, ტაშკენტის, ლვოვის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის, ბუდაპეშტის, მარუშიძის და ალასანიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დგებუაძის, სანკტ-პეტერბურგის, პასტერის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქოს ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ასათიანის, ორთაჭალის, ვოლსკის, გორგასლის, ნადიკვარის და ოქროყანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.