შალვა პაპუაშვილი უკრაინას უახლოეს დღეებში ეწვევა

მხარეებმა აღნიშნეს, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინას ეწვევა, განაცხადეს საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში ორი ქვეყნის სპიკერის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
საუბრის დროს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, უკრაინელი მოქალაქეების მიმართ საქართველოში გამოჩენილი ყურადღებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, ნათქვამია განცხადებაში.
პაპუაშვილმა საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა.