მსოფლიო დღეს

ნიდერლანდში რუსი ოლიგარქების კუთვნილი 20 იახტაა დაკავებული

Sputnik
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ნიდერლანდის პორტებში ამ დროისათვის რუსეთის საკუთრებაში არსებული 20 იახტაა გაჩერებული და მათზე „გაძლიერებული მეთვალყურეობაა“ დაწესებული, განაცხადა ნიდერლანდის მთავრობამ სამშაბათს.
ხელისუფლების ცნობით, აღნიშნული ზომები რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ფარგლებში გატარდა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, სანამ ხელისუფლება იახტების საკუთრების უფლებას იძიებს, მათი გადაცემა, ექსპორტირება ან გადაყვანა აკრძალულია.
როგორც ნიდერლანდის საბაჟო სამსახურმა დაადასტურა, გამოძიებით დადგინდა, რომ „ორ იახტას კავშირი აქვს ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფ პირთან“.
ნიდერლანდის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული 20 იახტიდან, რომელთა სიგრძე 8,5 მეტრიდან 120 მეტრამდე მერყეობს, 14 მშენებარეა, ორი საწყობში, ხოლო ოთხი რემონტზე დგას.