მოსკოვმა „შავ სიაში“ 398 ამერიკელი კონგრესმენი შეიყვანა

მანამდე შეერთებულმა შტატებმა „შავ სიაში“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თითქმის მთელი შემადგენლობა შეიყვანა.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. რუსეთმა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, სასანქციო შეზღუდვები 398 კონგრესმენს დაუწესა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე ვაშინგტონმა „შავ სიაში“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თითქმის მთელი შემადგენლობა შეიყვანა.
„აღნიშნული პირები, მათ შორის აშშ-ის კონგრესის ხელმძღვანელობა და ქვედა პალატის კომიტეტების თავმჯდომარეები, მუდმივ საფუძველზე შეყვანილი არიან რუსეთის „სტოპ-ლისტში“, – ნათქვამია განცხადებაში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.