ყვითელი ამბები

„მიშა სააკაშვილს ძალიან ვუყვარდი... წიგნი უნდა დავწერო“ - ია ფარულავა

ია ფარულავამ ისაუბრა კაცზე, ვის გამოც ამერიკიდან დაბრუნდა.
Sputnik
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა სიყვარულზე, რის გამოც საქართველოში დაბრუნდა.
„ამას ექსკლუზიურად ვინახავ, რადგან წიგნი უნდა დავწერო. მე არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს. კი, ბატონო, ვინაობა ბევრმა იცის და შეგიძლია თქვა. როდესაც მე ვამბობდი მის ვინაობას, ყოველთვის ჭრიდნენ, ეს იქნებოდა „პროფილი“ თუ „ნანუკას შოუ“. შენ თუ გინდა თქვი და მე არ ვიტყვი“. ამ ფრაზის შემდეგ თათია შარანგიამ ია ფარულავას ასეთი კითხვა დაუსვა: „ამ თემას იმიტომ არ ჰყვები და ინახავ ექსკლუზივად, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილზე? ვიცი, რომ ძალიან უყვარდი“.
ია ფარულავამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაწყებით კლასებში უყვარდა, და დაამატა, რომ მიშა სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.