ყვითელი ამბები

„შიშველი ვიყავი“ - ჯეი ლო დეტალურად ჰყვება, როგორ სთხოვა მას ხელი ბენ აფლეკმა

ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკზე 17 წლის შემდეგ მეორედ დაინიშნა.
Sputnik
მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა გაამხილა, თუ როგორ სთხოვა მას ხელი მეორედ ბენ აფლეკმა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ყველაფერი მართლაც ისე მოხდა, როგორც ეს ჰოლივუდურ ფილმებში ხდება.
ჯენიფერი ამბობს, რომ ვერც ხვდებოდა, თუ რაში იყო საქმე, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ბენი ხელის თხოვნას აპირებდა. დღე ჩვეულებრივად მიდიოდა, ჯეი ლო აბაზანაში იყო, უეცრად კარი გაიღო და ბენი შევიდა.
„მე მას ვუთხარი, „შემოდი, ძვირფასო“. ამ დროს შიშველი, ქაფიან ჯაკუზიში ვიწექი და ვნებივრობდი. მან უეცრად მუხლი მოიყარა ჩემ წინაშე. მე მეტყველების უნარი წამერთვა. შემდეგ უიშვიათესი, მწვანე ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო და წარმოთქვა: „გამომყვები ცოლად?“ ბენმა იცის, რომ ჩემი საყვარელი ფერი მწვანეა, ამ ფერს ჩემთვის იღბალი მოაქვს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, მე ის ძალიან მიყვარს“, – ჰყვება ემოციურად ბედნიერი ჯენიფერი.
17 წლის შემდეგ 52 წლის ჯენიფერ ლოპესი თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე, 49 წლის ბენ აფლეკზე მეორედ დაინიშნა.