მსოფლიო დღეს

ტერმინს იურისტები შეაფასებენ: ბაიდენს უკრაინაში მომხდარი გენოციდად მიაჩნია

Sputnik
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მოვლენები მისთვის გენოციდად გამოიყურება, თუმცა აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა ხდება, იურისტებმა უნდა შეაფასონ.

„დიახ, მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი უბრალოდ ცდილობს გაანადგუროს თვით იდეაც კი, რომ იყოს უკრაინელი<...> ჩვენ მივცემთ იურისტებს უფლებას, გადაწყვიტონ საერთაშორისო დონეზე – შესაბამისია თუ არა ეს ტერმინი, მაგრამ მე სწორედ ასე მეჩვენება“, — აღნიშნა ბაიდენმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მკვეთრ გამონათქვამებს იყენებს. როგორც პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა მანამდე, მსგავსი შეურაცხყოფები ამცირებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დალაგების შანსს, და რომ სახელმწიფო მოღვაწემ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც გასული კვირიდან ადანაშაულებს რუსეთს უკრაინელთა გენოციდში, ის დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ჯო ბაიდენის შეფასებას Twitter-ზე და დაწერა, რომ ეს „ნამდვილი ლიდერის მართალი სიტყვებია“.