თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე ცოტა ხნის შეფერხება იყო, მგზავრებს მეტროს დატოვება მოუწიათ.
შეფერხების მიზეზი აღნიშნულ ხაზზე მოძრავი ერთ-ერთი შემადგენლობის ტექნიკური გაუმართაობა იყო.
შემადგენლობები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით. ხოლო მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულებრივად მუშაობდა.
ამჟამად თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.