თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ფინურმა მწარმოებელმა Nokia-მ რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში.
„რუსეთში შემდგომი ყოფნა შეუძლებელია. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ შევაჩერეთ მიწოდება, შევაჩერეთ ახალი ბიზნესი და ჩვენი შეზღუდული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა რუსეთის ფარგლებს გარეთ გაგვაქვს. ახლა შეგვიძლია გამოვაცხადოთ ჩვენი გასვლა რუსეთის ბაზრიდან", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ პროცესის განმავლობაში მათი პრიორიტეტი — თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.
„ამ გადაწყვეტილების ფინანსური შედეგების თვალსაზრისით, რუსეთის წილად 2021 წელს ჩვენი წმინდა გაყიდვების 2%-ზე ნაკლები მოდიოდა. იმ ძლიერი მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა რეგიონებში, არ ველოდებით, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ჩვენს უნარზე, მივაღწიოთ 2022 წლის [ფინანსურ] პროგნოზს“, — ნათქვამია განცხადებაში.
Nokia Corporation
ფინური ტრანსნაციონალური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კომპანია მობილური, ფიქსირებული, ფართოზოლოვანი და IP ქსელებისთვის. შტაბ-ბინა მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპუში. მომხმარებლები არიან კავშირის ოპერატორები მთელ მსოფლიოში, რომლებიც 6,4 მილიარდ მომხმარებელს ემსახურებიან.