ყვითელი ამბები

„მამიკო, შარვალი ვინ დაგიხია?“ - ნოდარ მელაძისა და მისი გოგონას უსაყვარლესი ვიდეო

ჟურნალისტ ნოდარ მელაძისა და „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლის თეა ცეცხლაძის ულამაზეს შვილებს ზაფხულში სამი წელი შეუსრულდებათ.
Sputnik
ტელეჟურნალისტი ნოდარ მელაძე თავისი უსაყვარლესი ტყუპი გოგონების ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თინანო კალთაში ჰყავს ჩასმული. გოგონა გაკვირვებულია – ვინ დაუხია მამას შარვალი. „მამიკო, ვინ დაგიხია შარვალი?“ – ეკითხება თინანო მამას და დახეულ ჯინსზე მიუთითებს.
2019 წლის 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის რეორგანიზებას ეხებოდა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ სულ მალე მამა გახდებოდა. 26 აგვისტოს კი ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა.
ტყუპებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. დედა, რომელმაც ჟურნალისტს ტყუპები გაუჩინა, მაშინდელი „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრი თეა ცეცხლაძეა, რომელიც ამჟამად ნოდართან ერთად ტელეკომპანია „TV პირველში“ მუშაობს.