ყვითელი ამბები

„შენ სიყვარული მასწავლე და წახვედი“ - ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმარს უმღერის - ვიდეო

ნინი ქარსელაძემ ქმართან ერთად რომანტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.
Sputnik
მომღერალი ნინი ქარსელაძე იუბილარია. სოციალურ ქსელში მას უამრავმა ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე, პირველ რიგში, რასაკვირველია, ოჯახის წევრებმა და საყვარელმა დედამ ხათუნა ჟორდანიამ, რომლის გამოჯანმრთელების საქმეში ნინიმ თავისი დიდი წვლილი შეიტანა.
ნინის დილიდან ულოცავენ კოლეგებიც, მათ შორის „ქუჩის ბიჭები“ – ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ნინის ფოტო და მილოცვა, სადაც აღნიშნულია: „გილოცავთ ნინი, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! ძალიან გვიყვარხარ“.
ნინის დაბადების დღე მეგობრებმა ტორტით მიულოცეს. მომღერალი დაქორწინებულია. ის საყვარელ მეორე ნახევართან, ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოსაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც საყვარელ მამაკაცს უმღერის.