ელენა კარაევა
ლუქსემბურგში გუშინდელ შეხვედრაზე შეკრებილ ევროპული საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებს არც დაუმალავთ, რომ ახალი თავშეყრის მიზანი რუსეთის მიმართ სანქციების მორიგი პაკეტი იქნებოდა.
იმათი აზრით, ვინც შემზღუდავი ზომების პირველ, მეორე და დანარჩენ რაუნდებს აწესებდა, ბოლო ექვს კვირაში მოსკოვი ევროპას მუხლებში უნდა ჩავარდნოდა, ან, სულ მცირე, საკუთარ თავზე ეგრძნო მომაკვდავი ეკონომიკის მთელი სიმწარე.
მაგრამ ისე მოხდა, რომ ევროპულ სუპერმარკეტებში გაქრა ფქვილი, შემდეგ ზეთი.
მაგრამ რაც მოხდა - მოხდა, და იქ, სადაც ზეთის ბოთლები იყო ჩამწკრივებული, დღეს სიცარიელეა. ცნობილია, რომ ზეთისა და ფქვილის კვალდაკვალ შეიძლება გაქრეს კვერცხი და ხორცი.
საერთო ევროპული დიპლომატიის შეფმა ჟოზეფ ბორელმა, რომელიც კიევს ესტუმრა, განაცხადა, რომ „ეს ომი მოგებული იქნება ბრძოლის ველზე“, და ქვეყანას ახალ და უფრო ინტენსიურ საბრძოლო იარაღს დაჰპირდა. ევროკომისიის ვიცე-თავმჯდომარემ გადახედა საგარეო პოლიტიკის ევროპულ პოსტულატებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა.
ეს ექვსი სიტყვა, ერთი მხრივ, ერთგვარი სენსაცია იყო. მეორე მხრივ კი, სხვა არაფერი, თუ არა მუქარა კრემლის, უფრო ზუსტად მოსკოვის, კიდევ უფრო ზუსტად რუსეთის მისამართით.
ჟოზეფ ბორელი უმიზნებდა არა მხოლოდ და არა იმდენად რუსეთის ხელისუფლებას – ის საკმარისად ინფორმირებული ადამიანია, რათა ესმოდეს, რომ კრემლთან ამ ტონით საუბარი ნამდვილად უსარგებლოა – რამდენადაც რუს ხალხს, საზოგადოებას, რომელიც, ევროპელებისა და ამერიკელების წარმოდგენების საპირისპიროდ აღმოჩნდა გასაოცრად შეკრული და მთლიანი.
და ამ შეკრულ საზოგადოებას კოლექტიური ბრიუსელი ბოლო 80 წლის განმავლობაში უყენებს ულტიმატუმს. რეაქცია მოსალოდნელი იყო. მაგრამ რაზე ფიქრობდა ამ სიტუაციაში ბრიუსელი?
და, რაც მთავარია, რა უნდა მოუტანოს შედეგად ამგვარმა განცხადებებმა ბრიუსელს, პარიზს, მადრიდს, ლისაბონსა და ბერლინს, თუ და როდესაც მოსკოვი გადაწყვეტს უპასუხოს მათ კონკრეტული, იმ ნაბიჯით, რომლის გადადგმისკენაც მას უბიძგებენ?
ნამდვილად სურს თუ არა ევროპას რუსეთთან ჩხუბი – უკვე უკრაინის, როგორც ბუფერის გამოყენების გარეშე? თუ ეს ექვსი სიტყვა ითქვა კიევისთვის კიდევ ერთხელ თავის მოსაწონებლად (არც ეს არის გამორიცხული)?
ამ ნახევრად რიტორიკული კითხვების ფორმულირება საჭიროა, რათა გასაგები გახდეს: ევროპის გაღიზიანებამ რუსეთით დღეს მიაღწია იმ ხარისხს, როდესაც ბრიუსელში ერთადერთ მართებულ გამოსავლად მიაჩნიათ რუსეთის სახელმწიფოს ანიჰილაცია.
საჭიროა წნევის აწევა ერთდროულად გარეთ და შიგნით, რათა ქვაბს არა მხოლოდ თავსახური მოძვრეს, არამედ თავადაც ნაფლეთებად დაიშალოს.
სანქციების მეექვსე წრე, რომელსაც ლუქსემბურგში იხილავდნენ, და ბორელის სიტყვები არის არა მხოლოდ დასავლეთის ფსონის გაზრდის საშუალება მისთვის ამ რისკიან გეოპოლიტიკურ პარტიაში, არამედ წნევის გაზრდის მეთოდი როგორც ქვაბის შიგნით, ისე მის გარეთ.
ახალი შემზღუდავი ზომების არსს რუსეთისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც კი არა აქვს, რადგან ქვეყანა თავს ნორმალურად გრძნობს და მომავალს რეალისტური ოპტიმიზმით უყურებს. აი ბულგარეთს კი, რომელსაც მთელი ნავთობი რუსეთიდან შეაქვს, სულაც არ აქვს საქმე სამხიარულოდ.
არც გერმანულ მსხვილ ბიზნესს უხარია: ევროპის ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ასეთი, მათ შორის, იმიტომაც გახდა, რომ ხარისხიან და არც ისე ძვირ რუსულ ენერგომატარებლებს ყიდულობდა. გერმანიის საგარეო სავაჭრო ბალანსის ხარისხიანი ბრილიანტივით კაშკაშა სალდო, რუსულ შავ და ცისფერ ოქროზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, შეიძლება მომენტალურად ჩაქრეს, როგორც იაფფასიანი ცირკონი.
რა თქმა უნდა, არა მხოლოდ გერმანელ, არამედ ფრანგ, იტალიელ, ესპანელ და ევროკავშირის დანარჩენი 27 ქვეყნის მრეწველებს არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ შეზღუდვები მათ კოლოსალურ დანაკარგებს მოუტანს. ამ ზარალის კომპენსაცია მრავალი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.
თუ რუსეთისთვის შეზღუდვები ზრდის სტიმულს წარმოადგენს, გაერთიანებული ევროპისთვის ისინი აზიანებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას, ორწლიანი პანდემიით გამოწვეული რეცესიიდან გამოსვლის ტაქტიკას, ევროპელების მსყიდველუნარიანობას, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს აღდგენა „ლოკდაუნების“ შემდეგ. ამ ყველაფერს ემატება მილიონობით დევნილი.
კონტინენტზე გეოპოლიტიკური კრიზისის გამწვავებით, დეესკალაციის ნაცვლად, მოსწონს ეს ბრიუსელს თუ არა, გაერთიანებული ევროპა დგამს კიდევ ერთ ნაბიჯს თავისი პოლიტიკური ფინალისკენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე