ყვითელი ამბები

უილ სმიტს „ოსკარზე“ დასწრება 10 წლით აეკრძალა

დაჯილდოების ცერემონიის დროს მომხდარი ინცინდენტის გამო უილ სმიტს ვერდიქტი გამოუტანეს.
Sputnik
აშშ-ის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მმართველთა საბჭომ „ოსკარის” 94-ე ცერემონიის დროს უილ სმიტსა და კრის როკს შორის მომხდარი დაპირისპირება განიხილა და სმიტს ვერდიქტი გამოუტანა.
ყვითელი ამბები
ინციდენტი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე - უილ სმიტმა კომიკოსს ცოლის გამო სახეში გაარტყა - ვიდეო
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სმიტს აკადემიის ყველა ღონისძიებაზე, მათ შორის, „ოსკარზე“ დასწრება 10 წლით აეკრძალა.

„მე ვიღებ და პატივს ვცემ აკადემიის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა გასულ კვირაში.

„Sputnik-საქართველო“ უკვე „ტელეგრამზეა“. შემოგვიერდით და გაეცანით სიახლეებს