თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. იპონიაში კორონავირუსის ვარიანტ „ომიკრონის“ ახალი ტიპის XE შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იტყობინება NHK.
ვირუსი ტოკიოს მახლობლად დაფიქსირდა, ნარიტას აეროპორტის საკარანტინო პუნქტში. ის 30 წლის ქალს გამოუვლინდა, რომელიც შეერთებული შტატებიდან იყო ჩასული. ჩატარებული გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ეს „ომიკრონის“ ახალი სახეობაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონის“ სახეობა XE პანდემიის ისტორიაში ყველაზე გადამდებ სახეობად გამოაცხადა.