ია ფარულავამ, რომელიც სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია, ახალი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. მსახიობის თქმით, მისი კატები აივნიდან მეზობლის საძინებელში იპარებიან და მძინარეს თავს ესხმიან.
„ქისი, შეიძლება დაგაპატიმრონ“, – მიმართავს ია ერთ-ერთ კატას. ია ფარულავას სახლში სამი კატა ჰყავს, რომლებსაც ოჯახის წევრებივით უვლის.
იასთან ერთად სახლში მისი მეუღლე, მუსიკოსი ტარიელ სუარი ცხოვრობს, რომელსაც იამ კატები ძალიან შეაყვარა.