ყვითელი ამბები

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ხელჩაკიდებული გამოჩნდნენ - ფოტოები გრანდიოზული ქორწილიდან

ამ უქმეებზე დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა.
Sputnik
ბოლო თვეების განმავლობაში ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინისა და მილიარდერის ქალიშვილ ნიკოლა პელტცის ქორწილის შესახებ არაერთი ამბავი დაიწერა.
ცერემონია თავიდანვე „საუკუნის ქორწილად“ შეირაცხა და ჩვენ ამაში უკვე მართლაც დავრწმუნდით.
ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი საქორწინო მოგზაურობაში კოსმოსში გაემგზავრებიან. ამჯერად თქვენი ყურადღება გვსურს სიძის მშობლებზე, ლეგენდარულ ფეხბურთელზე დევიდ ბექჰემსა და მის მეუღლეზე ვიქტორიაზე გავამახვილოთ.
წყვილი ცერემონიაზე ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდა. ვიქტორიას საკუთარი დიზაინის ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ცერემონიის მსვლელობისას მან „ლუქი“ რამდენჯერმე გამოიცვალა და მოგვიანებით შავი კაბა ჩაიცვა.
დევიდის ჩაცმულობაც მსგავს ფერებში მერყეობდა, მან არჩევანი შავ და თეთრ კოსტიუმზე შეაჩერა.