კვირას საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში ადამიანები გამოვიდნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
ტელეარხ BFM TV-ს ცნობით, მხოლოდ ქალაქ რენში 500 ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა, მათგან უმეტესობა ახალგაზრდა იყო. აქტივისტებმა მსვლელობა გამართეს ქუჩებში, სადაც სკანდირებდნენ ანტიკაპიტალისტურ და ანტიფაშისტურ ლოზუნგებს.
მალე პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. ახალგაზრდებმა დაიწყეს ქუჩის ინფრასტრუქტურის დარბევა, დააზიანეს ბანკის შენობის ფანჯრები.
მსგავსი აქცია გაიმართა ლიონშიც. მისი მონაწილეების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. აქტივისტების შესაკავებლად ხელისუფლებამ პოლიციის ძალები გამოიყვანა.