COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის შემდეგ იმერეთი: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 148-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.651.470-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი- Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 148 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 65 შემთხვევა —დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო - ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 13, გურია - 12, შიდა ქართლი - 11, ქვემო ქართლი - 8, აჭარა - 5, სამცხე-ჯავახეთი - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.631.434-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 1 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.771-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.239 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 412 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 230, იმერეთში – 81, აჭარაში – 24. 102 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
2.827 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 148-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.651.470-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.