საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი და ნისლი
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმა, ქარი და ზოგან თოვლიც კი არის მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.