თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტია-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მესტია-უშგულის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 138-186-ე კმ) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ჯვარი-მესტიას მონაკვეთზე კი (საავტომობილო გზის 30-138-ე კმ) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი