COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 10 აპრილი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.631.434 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 425), გარდაიცვალა – 16.771 (ბოლო დღე-ღამეში – 1). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 412 პაციენტი.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 148-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.651.470-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.631.434 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 425), გარდაიცვალა – 16.771 (ბოლო დღე-ღამეში – 1). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 412 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 8.854 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.991, PCR–ტესტით – 1.863.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,67%, ბოლო 14 დღის – 1,99%, ბოლო 7 დღის – 1,73%.
სულ ჩატარებულია 2.865.773 აცრა, ერთ დღეში აცრილია 343 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge