აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გზის შეკეთების სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-უბისა მონაკვეთზე (135-173-ე კმ) დღეს, 17:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი