ყაზახი ბიზნესმენები მარცვლეულისა და ფქვილის მეტი ოდენობით მომარაგებას გეგმავენ, რათა ქვეყანაში უკრაინაში არსებული კრიზისის გამო არ შეიქმნას საკვები პროდუქციის დეფიციტი. ბიზნეს-ფორუმის პირველ დღეს რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება $1,2 მილიონია.
„იქიდან გამომდინარე,, რომ რუსეთი და უკრაინა აგრარულ ბაზარს ტოვებენ, ჩვენ მზად ვართ ნაწილობრივ ჩავანაცვლოთ ისინი მარცვლეულისა და ფქვილის მოწოდებაში. ახლა ვსწავლობთ ლოგისტიკურ საკითხებს“, - განაცხადა QAZTRADE-ის გენერალურმა დირექტორმა აზამატ ასკარულიმ.