თბილისში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება

საკურას ყვავილობა გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მოვლენაა.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. მომავალ უქმეებზე, 16 და 17 აპრილს, თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეებია დაგეგმილი.
ბოტანიკური ბაღი ახლახან საკურას კოლექციით შეივსო, ასზე მეტი ხე 2020 წლის თებერვალში დაირგო. დღეს ბოტანიკურ ბაღს ალუბლის გვარის რამდენიმე სახეობის ხე ამშვენებს.
საკურას ყვავილობა
„გაეცნობით საინტერესო ცნობებს საკურას შესახებ, გექნებათ შესაძლებლობა შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები იაპონურ თემატიკაზე“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში,
ბოტანიკურ ბაღში ასევე გაიმართება ბონსაის კოლექციის გამოფენა, ხოლო „სულაკაურის გამომცემლობა“ სტუმრებს იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვან სტენდს დაახვედრებს. გარდა ამისა, იაპონურ ბაღთან მოეწყობა ფოტო-ზონა და ფუდ-კორტი.