თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველო არ აპირებს ოფიციალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდაკვირვების და არც იდენტობის დაცვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველომ აირჩია განვითარების ევროპული გზა, რომელიც ითვალისწინებს დათმობას, სხვისი აზრის გათვალისწინებას თუ არა, სულ ცოტა გაგებას მაინც.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველო არ ცნობს მათ დამოუკიდებლობას და ამ ორ რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.