ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან: მანქანაში დედა და მისი ორი შვილი იმყოფებოდა

ავტომობილში მყოფმა პირებმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. გორის გვირაბთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფომრაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ტრასაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. ავარიის დროს ავტომობილში ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად დედამ და შვილებმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს. ამ დროისთვის სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია იმყოფება.