მსოფლიო დღეს

კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას მოსკოვი და კიევი ერთმანეთს აბრალებენ

Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. სულ მცირე 40-მდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა დონეცკის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა მოსაცდელ დარბაზს დაეცა, სადაც იმ მომენტისთვის ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. მოქალაქეები საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ.
დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
ამ დროისათვის კრამატორსკის სადგური დაკეტილია მატარებლებისთვის.
უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებები ერთმანეთს აბრალებენ მომხდარს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რაკეტა Точка У ქალაქს რუსმა სამხედროებმა ესროლეს.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ კიევის განცხადებები, თითქოს კრამატორსკს რაკეტა რუსმა სამხედროებმა ესროლეს, პროვოკაციაა და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს.