თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში Docu Rough Cut Boutique გიორგი ფარქოსაძის დოკუმენტური ფილმი „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ შეარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ ორ თემას ეხება – ადამიანებს შორის მიჯაჭვულობის პირველყოფილ განცდას და ადამიანის მარადიულ მარტოობას.
ფილმი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტია, რომელიც ქართულ-ბერძნული კოპროდუქციაა.
საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს საპროდიუსერო კომპანია Attic Production, ხოლო ბერძნული მხრიდან – Filmografik DocRepublic.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით (დაფინანსების 66,52%).
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ტარდება ბოსნია-ჰერცეგოვინაში და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანეს კინოღონისძიებად ითვლება.