ყვითელი ამბები

„კოკა სად არის?“ - მაკა კვიციანი და მისი ძმა დედას გაეხუმრნენ - სახალისო ვიდეო

მაკა კვიციანი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik
დიზაინერმა მაკა კვიციანმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი დედა ნანიკო შუკვანი დგას და ვერ ამჩნევს როგორ დგას მის ზურგს უკან მისი ვაჟი.
ქალი ტელეფონს დაჰყურებს და, როგორც ჩანს, ვაჟის დაგვიანებაზე წუხს. „სად არის ამდენ ხანს კოკა?“ – ეკითხება დედას მაკა, რომელიც თან სიცილს ძლივს იკავებს, რადგან ხედავს, რომ დედა მის ძმასთან დარეკვას ცდილობს.
საბოლოოდ მაკას დედამ შეამჩნია, რომ ვაჟი მის უკან იდგა და შვილები რამდენიმე წუთის განმავლობაში ეხუმრებოდნენ.
„Sputnik-საქართველო“ უკვე „ტელეგრამზეა“. შემოგვიერდით და გაეცანით სიახლეებს