თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სვანეთში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხაიში–უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 176–186 კმ მონაკვეთზე შეზღუდვა ქვათაცვენისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.