ყვითელი ამბები

„საბაბი ნამდვილად მქონდა...“ - რატომ დაშორდნენ ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი

ირაკლი ნოზაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ია დუდაშვილს შეხვდა.
Sputnik
ია დუდაშვილი და „ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო უკვე შვიდი წელია ერთად არიან. ირაკლის იამდე ორი ცოლი ჰყავდა და ამ ორი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. მესამე ცოლთან ირაკლი ნოზაძემ კრიზისული პერიოდიც გაიარა, ორწლიანი განშორებაც ჰქონდათ, თუმცა წყვილმა, რომელსაც პატარა ნიაკო აკავშირებდა, კრიზისი დაძლია და ისევ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გადაწყვიტა.
ამასობაში ოჯახი გაიზარდა და დღეს მშობლები ნიაკოსთან ერთად გაბრიელსაც ზრდიან. ია დუდაშვილი ამბობს, რომ წყვილის ორწლიანი განშორების მიზეზი ქალის ეჭვიანობა გახდა.

„საბაბი ნამდვილად მქონდა, თუმცა გადამეტებულად ვეჭვიანობდი. გამოუცდელი ვიყავი, სხვა ღირებულებები მქონდა. ახლა ირაკლიმ საკუთარი კომფორტის ზონა იპოვა, საიდანაც გამოსვლა აღარ სურს. საერთოდ აღარ ვეჭვიანობ. მივხვდი, რომ ირაკლი ის ტიპია, რომელიც არ უნდა დაიჭირო, მასზე არ უნდა იეჭვიანო. თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი და შეიძლება სახლიდანაც არ გავიდეს“, – ამბობს ია.