COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 8 აპრილი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.630.564 ადამიანი; ჩატარებულია 2.864.300 აცრა, ერთ დღეში აცრილია 577 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 273-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.650.981-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.630.564 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 577), გარდაიცვალა – 16.761 (ბოლო დღე-ღამეში – 1). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 439 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.782 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.761, PCR–ტესტით – 2.021.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,31%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 1,82%.
სულ ჩატარებულია 2.864.300 აცრა, ერთ დღეში აცრილია 577 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge