ყვითელი ამბები

ედ შირანმა ცნობილ ჰიტზე Shape Of You საავტორო დავა მოიგო

ედ შირანის პროფესიულ ცხოვრებაში სიახლეებია.
Sputnik
ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა საავტორო უფლებების დაცვის შესახებ დავა მოიგო. საქმე ეხება ჰიტს Shape Of You, რომლის მოპარვაში შირანს სემ ჩოკრი ედავებოდა.
ჩოკრი ამტკიცებდა, რომ შირანის 2017 წლის ჰიტის მელოდია აღებული იყო 2015 წლის სიმღერიდან Oh Why.
„Sputnik-საქართველო“ უკვე „ტელეგრამზეა“. შემოგვიერდით და გაეცანით სიახლეებს
დავა როგორც თავად შირანის, ასევე Shape Of You-ს სხვა ორი თანაავტორის წინააღმდეგ მიდიოდა. ჯამში შირანმა და მისმა მეგობრებმა სასამართლო დავა მოიგეს და სიმღერაზე სრული საავტორო უფლება დაიბრუნეს.