ტერორზე უარესი: რით გამოიჩინეს თავი უკრაინელმა ძალოვანებმა

Sputnik
ანდრეი კოცი
ქსელში ქვეყნდება ტყვეებთან უკრაინელი ძალოვანების არაადამიანური მოპყრობის ახალ-ახალი კადრები. ოფიციალური კიევი მხოლოდ სიტყვით გმობს ამ ექსცესებს, საქმით კი იგნორირებას უწევს.
რუსეთის საჰაერო დესანტის ფორმიანი ოთხი დასისხლიანებული მეომარი ასფალტზე წევს. უკრაინელები კი შესანიშნავ ხასიათზე არიან, გამარჯვებით ტკბებიან. როგორც ირკვევა, ეს ვიდეო გადაღებულია 30 მარტს, როდესაც რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა. დესანტის საბრძოლო მანქანა მახეში გაება.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უკრაინული საჯარისო დაჯგუფებების მოქმედებები უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში, რომლის თავმჯდომარემ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება გასცა.
პირველი ვიდეორგოლი ქსელში 27 მარტს გამოქვეყნდა. დაჭრილი რუსი ჯარისკაცების დაკითხვისას ერთ-ერთი მათგანი, როგორც ჩანს, სისხლისგან იცლება. იმავე დღეს გამოჩნდა კიდევ ერთი ვიდეორგოლი, როგორ კლავენ გაკოჭილ ჯარისკაცს დანით.
რუსეთის გამოძიების მონაცემებით, ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ სერგეი ველიჩკო და კონსტანტინ ნემიჩევი, „აზოვის“ პოლკის „კრაკენის“ ქვედანაყოფის წევრები. საგამოძიებო კომიტეტმა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კიევი ომის წესების დარღვევაში ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ დაადანაშაულა. მოუხდათ რეაგირება. პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა სამხედრო ტყვეებთან მსგავსი მოპყრობა დანაშაულად შეაფასა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა. იგივე გაუმეორეს რუსულ დელეგაციას მარტის ბოლოს სტამბულში გამართულ მოლაპარაკებებზე. ამის მიუხედავად, არც ველიჩკო და არც ნემიჩევი არ დაუკავებიათ. კიევმა უბრალოდ აკრძალა მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ დღეებში გამოაქვეყნა ინტერვიუ სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის ტყვეობიდან ჯარისკაცების გაცვლის შემდეგ დაბრუნდნენ. ისინი ჰყვებიან, რომ სასტიკად სცემდნენ, არ აჭმევდნენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ, განსაკუთრებით - მფრინავებზე.
ამ ფონზე დანებებული უკრაინელი ტყვეების პირობები სანატორიუმს უფრო წააგავს. მათ მკურნალობენ საავადმყოფოებში, აჭმევენ ჯარისკაცის მშრალ საკვებს, ნათესავებთან დარეკვის უფლებასაც აძლევენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე