ყვითელი ამბები

თერთმეტწლიანი ლოდინის შემდეგ - რატი წითელაძე ნიცას დაბადების შესახებ წერს

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ წარმატებული მონაწილე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
Sputnik
რეჟისორის, სპორტსმენისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი წარმატებული მონაწილის რატი წითელაძის ოჯახი დიდი ბედნიერების მომსწრე გახდა. მის დას ქალიშვილი 11-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა.

„ჩემს დაიკოს 11-წლიანი უშვილობისა და მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლამაზი პატარა, ნიცა შეეძინა. ამ წლების განმავლობაში ვიღებდით ფილმს დეას შესახებ, სახელად „თეთრი ღამეები“, პროექტი უკვე გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული კინოფესტივალის Visions du Réel-ის TDF AWARD-ის გამარჯვებული“, – წერს რატი წითელაძე სოციალურ ქსელში.

„Sputnik-საქართველო“ უკვე „ტელეგრამზეა“. შემოგვიერდით და გაეცანით სიახლეებს
რატი ყველას, ვინც ცდილობს და სურს, რომ ჰყავდეს პატარა, უსურვებს ასეთივე ბედნიერებას.