ცნობილი ბიზნესმენის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი, როგორც ჩანს, თბილისშია. ცოტა ხნის წინ მოყვარულმა მხატვარმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ათიათასობით ხელმომწერი ჰყავს, ივანიშვილების მთაწმინდის რეზიდენციიდან ხედის ფოტო გამოაქვეყნა.
ცოტნე რამდენიმე თვის წინ ძმასთან ბერა ივანიშვილთან იყო სტუმრად ჩასული სამხრეთ კორეაში, სადაც მუსიკოსი ოჯახთან ერთად თითქმის ერთი წელი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, ბერაც და ნანუკაც თბილისში არიან და მათთან ერთადაა პატარა ბერუკაც, რომელიც წყვილს 2019 წლის დეკემბერში შეეძინა. ბერა და ნანუკა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრობენ ფეშენებელურ სახლში, რომელიც ასევე გადაჰყურებს თბილისის ბოტანიკურ ბაღს.