თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც საჯარო მოხელეების დანაშაულებებს იძიებს, მუშაობის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით პარლამენტს კანონმდებლობის შეცვლის თხოვნით მიმართა.
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის წარმომადგენლების დაშვებას ციხეებში, დაცვის ზომების ეფექტურ გამოყენებას და სპეცსამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილების გაფართოებას, ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მოიწონა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კომიტეტი სპეციალური სამსახურის თხოვნის საფუძველზე შეიმუშავებს კანონპროექტს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუშაობას 2022 წლის 1 აპრილიდან შეუდგა. სამსახურის კომპეტენციაში შედის ჩინოვნიკებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლების დანაშაულთა გამოძიება.
ახალი სამსახური შეიქმნა გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე.