ტელესახე სალომე გოგიაშვილი „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, რატომ არ მოსწონს მოუვლელი ადამიანები.
„გია ჯაჯანიძემ ერთ გადაცემაში მითხრა, დილას რომ გამოდიხარ, მგონია, რომ უკვე დახატული ხარო. მართლაც ასეა. დილას რომ ვიღვიძებ, პირველი, რასაც ვაკეთებ, თავის მოწესრიგებაა და ამას, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანს ვხვდები და არის მოუვლელი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ვინ როგორ გრძნობს თავს კომფორტულად, მაგრამ მგონია, რომ რაღაც სჭირს“, – აცხადებს სალომე გოგიაშვილი.
მისი თქმით, მაკიაჟზე არ არის საუბარი, მოვლილში გულისხმობს ყველაფერს: სუფთად ჩაცმას, მოწესრიგებულ თმას და ა.შ. არ არის აუცილებელი, მაკიაჟი ჰქონდეს.
„ძალიან მიყვარს სპორტული სამოსი, მაგრამ იქაც გამოპრანჭული ვარ. ჩემთვის ეს არის კომფორტი. ვიღაცისთვის შეიძლება ეს არის ხელოვნური, როცა სულ გადაპრანჭული ვარ, ვიღაცისთვის – პირიქით. ჩემი ქმარი ისე შეეჩვია ამას, რომ თუ არ ვარ ფორმაში, მეკითხება რა გჭირსო“, – ამბობს ტელესახე.