რით შეაიარაღებს აშშ უკრაინის ჯარს

Sputnik
ანდრეი კოცი
ვაშინგტონი გეგმავს კიევისთვის უპილოტო საფრენი აპარატების Switchblade მსხვილი პარტიის გადაცემას. მცირეგაბარიტიანი დრონები არის ეფექტური იარაღი ტაქტიკურ დონეზე. მაგრამ რუსულ არმიას მისი მოგერიების შესაძლებლობა გააჩნია.
როგორც ჯო ბაიდენმა მარტში განაცხადა, კიევს გაუგზავნიან 800 გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Stinger-ს, 2000 Javelin-ს, 1000 მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 6000 ყუმბარმტყორცნ AT-4-ს. ამ სიას 100 უპილოტო საფრენი აპარატიც Switchblade დაემატა.
არის ორი ვარიანტი – ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითთა საწინააღმდეგო. პირველი – Switchblade-300 2,5 კგ-ს იწონის, ეტევა ჯარისკაცის ჩვეულებრივ ზურგჩანთაში. ჰაერში გასაშვებად გამოიყენება პნევმატური კატაპულტა. ფრენის მანძილია ათი კილომეტრი. სიჩქარე – 100 კმ/სთ. აღჭურვილია დღისა და ღამის კამერებით.
Switchblade-600 უფრო დიდი და უფრო მძიმეა, იწონის 23 კგ-ს. სამიზნეს აღწევს 40 კმ-ის რადიუსში. აქვს Javelin-ის მსგავსი საბრძოლო ნაწილი. ეფექტურია ნებისმიერი თანამედროვე ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ზევიდან ვარდნის შემთხვევაში.
ორივე ტიპის დრონი იმართება სენსორული პლანშეტიდან. მოსამზადებელი დროა ათი წუთი. ერთეულის ფასი – 6 ათასი დოლარი. გამიზნულია მოწინააღმდეგის თავდაცვის ტაქტიკურ სიღრმეზე გამოყენებისთვის. თუმცა აქვს სუსტი მხარეებიც.
მთავარი ნაკლი არის აკუმულატორის მცირე მოცულობა. დრონი ჰაერში დიდხანს ვერ ძლებს. Switchblade-300 – 10-15 წუთი.
რუსეთის არმიას საკმარისი საშუალებები გააჩნია მის მოსაგერიებლად. ესენია, მაგალითად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Тор-М2 და საზენიტო-სარაკეტო Панцирь-С1. ისინი ამჩნევენ და ანადგურებენ ძნელად შესამჩნევ სამიზნესაც კი.
ამერიკულმა დრონებმა შესაძლოა მიაყენონ კიდეც რუსულ ჯარს ზიანი, მაგრამ ნამდვილად ვერ გადაიქცევა „სუპერიარაღად“, როგორიც ეს იარაღი 2020 წელს მთიან ყარაბაღში იყო.
საკითხავი ისაა, ვინ იქნება ამ კომპლექსების მართვის პულტთან? ძნელად წარმოსადგენია, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს სწრაფად შეასწავლონ მათი მართვა. ალბათ ოპერატორები იქნებიან ამერიკელი სამხედროები. მაგრამ ეს ადამიანები, ჯერ ერთი, რეალურად გარისკავენ, რადგან ისინი შეიძლება გაანადგურონ. მეორეც, ეს იქნება უცხო სახელმწიფოს, კონკრეტულად, აშშ-ის ჩაბმა ომში.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, დასავლეთიდან უკრაინისკენ მიმავალი იარაღი ლეგიტიმურ სამიზნედ ითვლება. ამ მომენტში ნატოს ქვეყნებიდან ერთადერთი მარშრუტი გადის პოლონეთის საზღვარზე. რუსულ ავიაციასა და მაღალი სიზუსტის არტილერიას იქ ყველაფერი, ალბათ, მიზანში აქვს ამოღებული.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე