თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს დასავლეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, თუ გაგრძელდება რუსი დიპლომატების გაძევება, წერს РИА Новости.
„დიახ, თუ ჩვენი დიპლომატების გამოძევების პრაქტიკა გაგრძელდება, ამის პოტენციური რისკი არსებობს, რადგან ყოველდღე ვაწყდებით მსგავს მტრულ ქმედებებს. დიპლომატების გამოძევება - არის გადაწყვეტილება, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების ფანჯარას ხურავს“, - განუცხადა კრემლის წარმომადგენელმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ს.
ამასთან, პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ პირობებში მათი შენარჩუნება აუცილებელია.
სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთი გადააწყდა დასავლეთის ქვეყნებიდან მისი დიპლომატების გამოძევების უპრეცედენტო მასშტაბს: ერთ თვეში დაახლოებით 300 ადამიანი და ეს რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ჯერ ყველა ქვეყანას არ დაუსახელებია გამოძევებულთა რაოდენობა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
წყარო - РИА Новости.