თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევას 70-წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-ს და Mercedes-ის მარკის ავტომობილები შეეჯახა.
გარდა ამისა, დაშავდა 2 ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“.