მსოფლიო დღეს

იაპონია მიესალმება AUKUS-ის გადაწყვეტილებას ჰიპერბგერით იარაღზე

Sputnik
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. იაპონია მიესალმება AUKUS-ის ქვეყნების გადაწყვეტილებას, ითანამშრომლონ ჰიპერბგერითი რაკეტების განვითარებაში, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ.

„იაპონია მხარს უჭერს AUKUS-ის ქმედებებს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში და მიიჩნევს მათ ღირებულად. იაპონია კვლავაც განამტკიცებს ურთიერთქმედებას სხვადასხვა ფორმით მნიშვნელოვან პარტნიორებთან — შეერთებულ შტატებთან, ავსტრალიასთან და ბრიტანეთთან — ღია და თავისუფალი ინდოეთ–წყნარი ოკეანის რეგიონის რეალიზაციისთვის“, — თქვა მაცუნომ.

მანამდე აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია შეთანხმდნენ ახალი თანამშრომლობის დაწყებაზე ჰიპერბგერითი იარაღისა და მისგან თავდაცვის საშუალებების შემუშავებაზე. ეს ქვეყნები არიან თავდაცვითი პარტნიორობა AUKUS-ის წევრები, რომლის შექმნაც გასული წლის სექტემბერში გამოცხადდა.