ელენა კარაევა
წლევანდელმა აპრილმა შესაძლოა ანომალიური ამინდის ყველა რეკორდი მოხსნას. გაერთიანებული ევროპის მოსახლეობამ უკვე იცის, რომ „თავისუფლებისა და დემოკრატიის“ გამარჯვებისთვის მათ ნაკლები ხორცი, და არა მარტო ხორცი, უნდა მიირთვან, დაზოგონ წყალი, ძალიან სწრაფად დაიბანონ, სახლში თბილად შეიმოსონ.
საფრანგეთში ენერგოგადამცემი ხაზების მაკონტროლებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რეცხვა, გაშრობა, დაუთოება აჯობებს კვირას, რადგან ორშაბათს შეიძლება ელექტრობა გაითიშოს.
თანაც ეს გაფრთხილება უკანასკნელი არ არის, რადგან ზაფხულობით ყველას სიგრილე უყვარს და კონდიციონერებსა და ვენტილატორებს მაქსიმალური სიმძლავრით ამუშავებს.
გაერთიანებულმა ევროპამ უნდა მოიფიქროს, როგორ მოიქცეს, რომ რუსეთიც დასაჯოს და ამასთანავე შეინარჩუნოს წესრიგი და კეთილსინდისიერი ბურჟუას სახე.
იერსახისა და ენერგომატარებლების მოხმარების დაბალი დონის შენარჩუნების გარდა, ბელგიის დედაქალაქში უნდათ ასევე წევრი ქვეყნების პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებაც.
ჯერ არც ისე კარგად გამოდის.
და, მართალია, ოფიციალური ვარშავა, როგორც ბოლო ასი წელიწადი, ახლაც ელმავლის წინ გარბის და უარს ამბობს რუსულ ენერგომატარებლებზე, ყველა ასე რადიკალურად არ ისწრაფვის დათმოს სითბო და კომფორტი, ოღონდ კი კრემლს შეუქმნას დისკომფორტი. მართალია, გერმანიაში პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ მზად არიან გაზის იმპორტზე უარი თქვან, მაგრამ შემდეგ დასძენენ ხოლმე – „ოღონდ დღეს არა, ახლო მომავალში“.
საფრანგეთი, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებზე ისე ძლიერ არ არის დამოკიდებული, როგორც მეზობელი, ცდილობს ისე მოიქცეს, რომ არც პოლონელები გაანაწყენოს, არც გერმანელი კოლეგები.
აღმოსავლეთ ევროპაში ზოგი ამბობს, რომ უნდა რუსულ ენერგომატარებლებზე უარი თქვას, ზოგი ისე წარმოაჩენს, თითქოს „ევროპული გადაწყვეტილებების სოლიდარულია“, მაგრამ ფრთხილად მიანიშნებს, რომ გაზის გარეშე გაუჭირდება.
მილიარდერი ბლუმბერგის გამოცემა „ბლუმბერგი“ თავის ერთ-ერთ სტატიაში უთითებს, რომ მოსკოვმა ნავთობისა და გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით ნახშირწყალბადების გატანით ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი არ უყვართ, შეიძლება გამოიმუშაოს 321 მილიარდი დოლარი.
მილიარდერ ბლუმბერგს ან შურს „გაზპრომის“ კონცერნის შესაძლებლობების, ან ცდილობს დაარწმუნოს სანქციების სტრატეგიაში არც ისე დარწმუნებული ევროპელები, რომ მაინც მოუწევთ უარის თქმა სითბოსა და კომფორტზე.
რა აქვთ დღეს გაერთიანებულ ევროპელებს ისეთი, რაც მათ საშუალებას მისცემს, რუსულ ნახშირწყალბადებზე უარის თქმის შემთხვევაში საკუთარ სახლებში არ გაიყინონ? არჩევანი არც ისე სახარბიელოა.
ზედმეტი ენერგომატარებლები ბაზარზე ძალიან ცოტაა. მათი მიღების შესაძლებლობაც კითხვებს ბადებს. ევროკავშირი, რასაკვირველია, ძლიერია და ამ თეზისთან კამათი რთულია, მაგრამ მათაც კი არ შესწევთ ძალა, ერთი ხელის მოსმით შეტენონ ცისფერი საწვავი ტანკერების რეზერვუარებში. და ძლევამოსილი ჯო ბაიდენის დახმარებაც არ იქნება საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად.
დღევანდელი გაერთიანებული ევროპა საინტერესო სანახავია: რაც უფრო აბსურდულია სიტუაცია, რომელშიც ის საკუთარი ნებით ექცევა, როდესაც მხოლოდ ლოზუნგებით ხელმძღვანელობს, მით უფრო ხმამაღალია მისი თავკაცების მოწოდებები, გაერთიანდნენ საერთო ფასეულობების ირგვლივ.
მაგრამ რადგან აბსურდს საზღვრები არა აქვს, თუ სისტემა განაგრძობს ამ გეზით სვლას, მალე იმისათვის, რომ გახდე „ნამდვილი ევროპელი“, პროგრესისა და დემოკრატიის მხარდამჭერებს შესაძლოა მოუწიოთ ხორცზე უარის თქმა, იშვიათად დაბანა და კოლექტიურად გადასხდომა ველოსიპედებზე.
ის, რაც ადრე ფრიკების ცხოვრებისთვის იყო დამახასიათებელი, დღეს, ევროპელი ჩინოვნიკებისა და მინისტრების ძალისხმევით, რიგითი ევროპელის ცხოვრების სტილის კარგ ტონად ყალიბდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე