ტრენაჟორი „პრავილო“ საქართველოში ედგარ გევორგიანმა ჩამოიტანა. ის აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა თავის ტკივილითა და ყურებში ხმაურით.
„დიდი ხანი ვეძებდი ამ უსიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლების გზას. ერთხელ ეს ტრენაჟორი მეგობართან ვნახე და გადავწყვიტე შეძენა. ვთქვი და შევასრულე. სახლში განვათავსე ტრენაჟორი და ვარჯიში დავიწყე“, – თქვა იდეის ავტორმა.
ედგარის თქმით, მალე ტკივილები შენელდა, ხმაური კი ეტაპობრივად გაქრა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან, ეს ტრენაჟორი საკუთარი მეგობრებისთვის ეჩვენებინა და მასზე ვარჯიში ყველასათვის ხელმისაწვდომი გაეხადა.